იურიდიული ინგლისურის კურსი იურისტებისთვის


ამერიკული სამართლის სკოლა (School of American Law/SAL) აცხადებს იურიდიული ინგლისურის კურსს იურისტებისთვის.

კურსი ხორციელდება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მხარდაჭერითა და TransLegal-თან ექსკლუზიური თანამშრომლობით, რომელიც წარმოადენს ლიდერს იურიდიული ინგლისურის სწავლებაში.

იურიდიული ინგლისურის კურსის ფარგლებში ისწავლება სამართლებრივი და აკადემიური წერა, ხელშეკრულებების შედგენა და ბიზნეს სამართლის ძირითადი ტერმინოლოგია, ბიზნეს, საკორპორაციო, სამოქალაქო, სახელშეკრულებო, სისხლის სამართალის და საპროცესო კანონმდებლობა, საკომუნიკაციო სტრატეგია, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება.

 

კურსი ფოკუსირებულია ტექსტების ანალიზზე, ეფექტური არგუმენტების შედგენაზე, მტკიცებულებების და დამხმარე მასალის ეფექტურად გამოყენებაზე. ამასთანავე, კურსი შეგასწავლით როგორ შევადგინოთ აკადემიური ნაშრომი სათანადო ტექნიკით.

 

კურსი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • Elementary
  • Pre-Intermediate
  • Intermediate
  • Upper-Intermediate
  • Pre-Advance
  • Advance &
  • Post Advance

 

იურიდიული ინგლისურის პროგრამას უძღვება მრავალწლიანი გამოცდილების და იურიდიული განათლების მქონე eexecutive couch-ი და legal English trainer-ი Pejman Eshtehardi, რომელიც ამასთანავე არის “Legal English Academy powered by TransLegal”-ის პროგრამების აკადემიური დირექტორი. იურიდიული ინგლისურის კურსს ასევე უძღვებიან  უცხოელი და ქართველი იურისტი და ლინგვისტი ლექტორები.

 

კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება:

3 თვიანი კურსი მოიცავს 90 წთ-იან 36 გაკვეთილს (ჯამურად 54 აკადემიური საათი), 3-ჯერ კვირაში. ერთი თვის ღირებულება შეადგენს 320 ლარს.

*საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე ვრცელდება 10%-იანი ფასდაკლება.

 

კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა TransLegal-ისა და School of American Law-ს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ინგლისურის კურსები ტარდება: ჭავჭავაძის 34-ში, პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ამერიკული სამართლის სკოლის ოფისი. 

კურსზე სარეგისტრაციოდ და დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: სალომე ბარჯაძე, პროგრამის მენეჯერი, 555 32 33 59, s.barjadze@chicagokentlaw.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე: http://bit.ly/2wRVLzj


© Copyright SAL 2017.

Search