სიახლე ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლისა და KMG Georgia Law Firm-ისგან!   

ერთი სრული, 100%-იანი სასწავლო სტიპენდია 2017-2018 აკადემიური წლის საუკეთესო სტუდენტისთვის!  

იურდიული კომპანია KMG Georgia-ას მიერ დაწესებული დაფინანსება 2017-2018 აკადემიური წლის საუკეთესო სტუდენტისთვის ჩიკაგოში საცხოვრებლის (ჰაუსინგის) ხარჯების დასაფარად!  

ჩიკაგო-კენტის სასტიპენდიო ფონდისა და KMG Georgia-ას მიერ დადგენილი სიახლის გათვალისწინებით დაწესდა დამატებითი დედლაინი - 15 სექტემბერი აპლიკაციების წარმოსადგენად!

 

ამერიკული სამართლის სკოლა (School of American Law) აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს მაგისტრატურაზე ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ჩიკაგოში (Chicago-Kent College of Law), ილინოისის შტატში, აშშ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში

ამერიკული სამართლის სკოლა კავკასიის რეგიონში დაფუძნდა 2012 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით და მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში ამერიკული სამართლის სწავლების და თანამედროვე იურიდიულ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ამერიკული სამართლის სკოლაში აკადემიური წელი იწყება 2017 წლის სექტემბერში და სრულდება 2018 წლის მაისში. თბილისში ორსემესტრიანი სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ათ სავალდებულო საგანს. ლექციები ტარდება მხოლოდ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ამერიკელი პროფესორებს მიერ. სწავლის პროცესი გულისხმობს ინტენსიურ ლექციებს თვეში ორჯერ, მხოლოდ შაბათ-კვირას. სავალდებულო ათი საგანი მოიცავს სამართლის თანამედროვე მიმართულებებს: International Business Transactions, E-Commerce, Online Contracting, Antitrust Law, IP Asset Management, Intellectual Property Law, Securities Law, Global Intellectual Property Law, Trademark Law, Comparative Law, Introduction to American Legal Systems & Legal Writing.


 

თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში. სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში (ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში (LL.M in U.S., International and Transnational Law). თბილისში ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების შედეგად დაგროვილ კრედიტებს სრულად აღიარებს და ცნობს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა. ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოში აღიარებულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

იურისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში სამაგისტრო სწავლების მეორე სემესტრის გავლით და საადვოკატო საქმიანობის უფლების მოპოვებით, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის მეორე სემესტრის გაგრძელება და მაგისტრის ხარისხის მოპოვება შეუძლიათ არა მხოლოდ U.S., International and Transnational Law-ში, არამედ სამართლის ისეთ მაღალრეიტინგულ მიმართულებებში, როგორიცაა: LL.M. in Trial Advocacy, LL.M. in Intellectual Property Law და LL.M. in Financial Law.

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიმართვა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სამართალში. ასევე იმ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში, ამასთანავე არიან სამართლის მაგისტრები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.


ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამის უპირატესობები

  • თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა გარანტირებული დაშვება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ერთსემესტრიანი სწავლებისათვის;
  • თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება;
  • სწავლების საფასურის სამ ეტაპად დაფარვის შესაძლებლობა;
  • ინგლისური ენის დახვეწის შესაძლებლობა;
  • ინგლისური ენის (TOEFL) გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება (TOEFL Waiver).


ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობები

  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა;
  • სამაგისტრო სწავლების საფასურის 75%-ის გადახდისაგან გარანტირებული გათავისუფლება;
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის გავლის შესაძლებლობა სტიპენდიით;
  • ჩიკაგო-კენტში სამაგისტრო სწავლების საფასურის რამდენიმე ნაწილად დაფარვის შესაძლებლობა;
  • ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში on-campus და off-campus დასაქმების შესაძლებლობა;
  • ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში საუნივერსიტეტო იურიდიულ კლინიკებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა;
  • მსოფლიოში საუკეთესო ადგილმდებაროება - ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა მდებარეობს ქალაქ ჩიკაგოს ცენტრში, ფინანსური კორპორაციების, იურიდიული ფირმების და სასამართლოს სისტემის გარემოცვაში.

 

კურსდამთავრებულთა მიღწევები

  • ჩიკაგო-კენტის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შედეგად ჩვენი კურსდამთავდებულები კარიერას წარმატებით აგრძელებენ ამერიკის სხვადასხვა შტატში, ადვოკატურის გამოცდის ჩაბარებისა, ერთწლიანი პრაქტიკის (OPT) გავლის და სხავადსხვა იურიდიულ თუ კერძო კომპანიებში დასაქმების გზით;
  • კურსდამთავრებულები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, ამერიკული სამართლის სისტემის და უცხოელ კოლეგებთან მუშაობის უნარების რადიკალურად გაუმჯობესების შედეგად, დაუყოვნებლივ წინაურდებიან ბიზნეს და იურიდიული ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში, მათ შორის საჯარო სექტორში;
  • ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიღებულ იქნა პროგრამის კუსდამთავრებულის მიერ ამერიკული სამართლის და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს პროფესიულ წინსვლაში.

 

სწავლის საფასური და სტიპენდია  

  • ამერიკული სამართლის სკოლაში ორსემესტრიანი სასერთიფიკატო სწავლების საფასური შეადგენს 11 600 (თერთმეტი ათას ექვსას ლარს) დღგ-ის გარეშე. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად. ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებზე ვრცელდება 10 % შეღავათი.
  • ამერიკაში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა რაც დადგენილია გარანტირებული სტიპენდიის ფარგლებში;
  • დაწესებულია ერთი სრული (100%-ნი) სასწავლო სტიპენდია ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლისთვის იმ სტუდენტისათვის, რომლის GPA ამერიკული სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ (2018 წლის ივნისი) იქნება 3.8 ან მეტი;
  • ასევე, იურდიული კომპანია KMG Georgia-ას მიერ დაწესებული დაფინანსება 2017-2018 აკადემიური წლის საუკეთესო სტუდენტისთვის ჩიკაგოში საცხოვრებლის (ჰაუსინგის) ხარჯების დასაფარად;
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის სწავლების საფასური შეადგენს 7 250 დოლარს ნაცვლად 22 000 აშშ დოლარისა.

 

აპლიკანტებმა 2017 წლის 15 სექტემბრამდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე რეკომენდატორის მითითებით;
  • პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი;
  • დიპლომის ელექტრონული ასლი/ასლები ან ცნობა სამართლის სკოლიდან ბაკალავრიატზე სწავლის შესახებ.

დოკუმენტაცია იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admission@chicagokentlaw.ge  r.warner@chicagokentlaw.ge  k.jeladze@chicagokentlaw.ge m.meskhi@chicagokentlaw.ge

 

ვიზა

სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლას, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან მიიღებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას მათ შორის საიმიგრაციო და ფინანსურს, რაც აუცილებელია სასწავლო “F1” ვიზის მისაღებად, ასევე ოჯახის წევრებისათვის “F2” ვიზის მისაღებად.

 

დასაქმების შესაძლებლობა

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის ორი სემესტრის აღების შემთხვევაში კურსდამთავრებული დაიშვება off-campus სამუშაოზე. ორი სემესტრის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული იღებს 12-თვიან დამატებითი პრაქტიკულ საქმიანობის უფლებას (OPT). TheUnited States Citizenship and Immigration Services-ის ნებართვით კურსდამთავრებულს უფლება ეძლევა იმუშაოს ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში.

 

ადვოკატურის გამოცდა

ამერიკის მასშტაბით ადვოკატურის გამოცდები ტარდება თებერვალსა და ივლისში. მოთხოვნები ადვოკატურის გამოცდაზე დაშვებისთვის სხვადასხვა შტატებისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს, შესაბაისად გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეამოწმონ შესაბმისი შტატის მიერ დაწესებული ადვოკატურის გამოცდაზე დაშვების კრიტერიუმები.

 

უნივერსიტეტი

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში წამყვანი ადგილი უკავია. საინფორმაციო-სარეიტინგო სააგენტომ US News & World Reports-მა 2016-2017 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის მიმართულებაში Trial Advocacy მე-4 ადგილი მიაკუთვნა. ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის განმავლობაში.

 

სასარგებლო ბმულები

ამერიკული სამართლის სკოლა: www.salchicagokent.com

ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა: www.kentlaw.iit.edu

ამერიკული სამართლის სკოლა at Chicago-Kent: http://www.kentlaw.iit.edu/sal-mediterranean

Business Facebook Page: https://www.facebook.com/SALtbilisi/

What Makes a Law School Great: Inside Chicago-Kent http://youtu.be/pKu1V5UTjUQ

ამერიკული სამართლის სკოლის ოფისი საქართველოში: პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული, თბილისი 0179, საქართველო. ტელ: 2244080, 577 974001, 577 774030

© Copyright SAL 2017.

Search