Georgian Short Announcement

იურისტებისა და ბიზნეს ადმინისტრირების, საფინანსო და საბანკო სფეროს სპეციალისტებისთვის

 ამერიკული სამართლის სკოლა
აცხადებს მიღებას
სასერთიფიკატო პროგრამაზე საქართველოში
და  ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩიკაგოში, ამერიკაში
გარანტირებული 75% და 100%-ნი სტიპენდიებით

ამერიკული სამართლის სკოლა (School of American Law, SAL) აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ჩიკაგოში (Chicago-Kent College of Law, Illinois Tech), ილინოისის შტატში, აშშ-ში და სამართლის მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს ერთი სემესტრის განმავლობაში.

ამერიკული სამართლის სკოლა SAL

  • პირველი სემესტრი: ოქტომბერი-დეკემბერი, 5 ონლაინ კურსი, ხუთჯერ შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩიკაგოდან ზუმ სესიები;
  • მეორე სემესტრი: თებერვალი-მაისი, 5 კურსი ჩიკაგო-კენტის პროფესორების თბილისში მოწვევით, ასევე ხუთჯერ შაბათ-კვირის განმავლობაში;
  • ათივე კურსი ტარდება მხოლოდ ჩიკაგო-კენტის პროფესორების მიერ;
  • გაიცემა SAL და Chicago-Kent-ის ერთობლივი სერთიფიკატი;
  • SAL სტუდენტები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან (TOEFL waiver);
  • SAL პროგრამის საფასური: 18 800 ლარი (დღგ-ს გარეშე), გადახდა სამ ნაწილად.
  • საბუთების წარდგენის ვადა: 25 ივნისი, 2021
  • ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოთ:
    • განახლებული CV, რეკომენდატორის სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
    • დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან;
    • პასპორტისა ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • დოკუმენტაცია იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

ასევე, შესაძლებელია აპლიკაციის შევსება

სამაგისტრო LL.M სემესტრი ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში

  • მხოლოდ ერთი სემესტრით (5 თვით) ჩიკაგოში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად (აგვისტო-დეკემბერი ან იანვარი-მაისი);
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი U.S., International and Transnational Lawში;
  • ორი სემესტრის განმავლობაში შესაძლებელია მაგისტრის ხარისხის მოპოვება შემდეგ სპეციალობებში: LL.M in Trial Advocacy, LL.M in International Intellectual Property Law, LL.M in Financial Service Law, LL.M in Legal Innovation & Technology;
  • ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლება (TOEFL waiver);
  • სამაგისტრო სწავლების საფასურის 75%-ის გადახდისაგან გათავისუფლება, კერძოდ გარანტირებული 75% სასწავლო სტიპენდია SAL პროგრამის ყველა კურსდამთავრებულისათვის;
  • ასევე, სრული 100% სასწავლო სტიპენდია SAL პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულისათვის, რომლის საბოლოო GPA შეადგენს 8
  • სამაგისტრო სემესტრის საფასური: 10 000 აშშ დოლარი ნაცვლად 21 500 დოლარისა, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად
  • მეორე სემესტრის დამატების შემთხვევაში საფასური შეადგენს: 7 250 აშშ დოლარი ნაცვლად 21 500 დოლარისა, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად
  • სწავლის პერიოდში on-campus და off-campus დასაქმების შესაძლებლობა;
  • ჩიკაგო-კენტში სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება;
  • დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სწავლის საფასურის 50-75%-ის გადახდისაგან განთავისუფლებით;
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა მდებარეობს ჩიკაგოს ცენტრში, ფინანსური კორპორაციების, იურიდიული ფირმების და სასამართლო სისტემის გარემოცვაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
თბილისი, პიქსელ ბიზნეს ცენტრი
ჭავჭავაძის 34, მე-4 სართული

საკონტაქტო ტელეფონები
+995 599 340 711
+995 599 340 770