ამერიკული სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას
იურისტებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებისთვის
სასერთიფიკატო პროგრამაზე საქართველოში
და ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩიკაგოში
გარანტირებული 75% და 100%-იანი სტიპენდიებით
ამერიკული სამართლის სკოლა (School of American Law) აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ჩიკაგოში (Chicago-Kent College of Law, Illinois Tech), ილინოისის შტატში, აშშ-ში და სამართლის მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს ერთი სემესტრის განმავლობაში.
ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლა დაიწყება 2021 წლის იანვარში და დასრულდება 2021 წლის დეკემბერში. თბილისში ორსემესტრიანი სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ათ სავალდებულო საგანს. ლექციები ტარდება მხოლოდ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ამერიკელი პროფესორებს მიერ. სავალდებულო ათი საგანი მოიცავს სამართლის თანამედროვე მიმართულებებს: International Business Transactions, E-Commerce, Online Contracting, Antitrust Law, IP Asset Management, Global Intellectual Property Law, Trademark Law, Comparative Law, Introduction to American Legal Systems, Legal Writing, Secured Transactions, Business Organizations, Corporate Finance, Global Trade Law. კოვიდ ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვების გამო (მოგზაურობის შეზღუდვა, მოგზაურობის შემდგომი სავალდებულო იზოლაცია), სემესტრი ამერიკული სამართლის სკოლაში ხორციელდება ონლაინ რეჟიმში, ჩიკაგო-კენტის პროფესორების მიერ Live Zoom ლექციებისა და სალექციო კურსის ვიდეო ჩანაწერების კომბინაციით. ამერიკული სამართლის სკოლა დაუყოვნებლივ დაუბრუნდება ჩვეულ სასწავლო რეჟიმს, რაც ითვალისწინებს ჩიკაგო-კენტიდან პროფესორების მოწვევას თვეში ერთხელ ან ორჯერ შაბათ-კვირის განმავლობაში ლექციების ჩასატარებლად, ნებისმიერ დროს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, როცა ზემოაღნიშნული პრევენციული ღონისძიებები გაუქმდება.
თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს ჩიკაგოში. სამაგისტრო სწავლების დასრულება ჩიკაგოში ხდება ერთ სემესტრში (ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა) ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში (LL.M in U.S., International and Transnational Law). ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი საქართველოში აღიარებულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.
პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ:
-
- თბილისში ორსემესტრიანი სწავლების დასრულების შემდეგ – ამერიკული სამართლის სკოლისა და ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ერთობლივ სერთიფიკატს;
- ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ – ილინოისის ტექნოლოგიების ინსიტუტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის დიპლომს (LL.M Diploma).
იურისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში სამაგისტრო სწავლების მეორე სემესტრის გავლით და საადვოკატო საქმიანობის უფლების მოპოვებით, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის მეორე სემესტრის გაგრძელება და მაგისტრის ხარისხის მოპოვება შეუძლიათ არა მხოლოდ U.S., International and Transnational Law-ში, არამედ სამართლის ისეთ მაღალრეიტინგულ მიმართულებებში, როგორიცაა: LL.M. in Trial Advocacy, LL.M. in Intellectual Property Law, LL.M. in Financial Law, LL.M in Legal Innovation & Technology. ამ სპეციალიზაციებზე სწავლის დაწყება ჩიკაგო-კენტში შესაძლებელია მხოლოდ შემოდგომის სემესტრიდან.
ამერიკული სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკაში დოქტორის (Ph.D/SJD) ხარისხის მოპოვებით, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის დასარულების შემდგომ შეძლებენ ჩიკაგო-კენტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას 50-75%-იანი სტიპენდიით.
ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამის უპირატესობები
-
- თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა გარანტირებული დაშვება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ერთსემესტრიანი სწავლებისათვის;
- თბილისში სწავლების დასრულების შემდგომ ჩიკაგოში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების სამი წლის განმავლობაში შენარჩუნება;
- სწავლების საფასურის სამ ეტაპად დაფარვის შესაძლებლობა;
- ინგლისური ენის დახვეწის შესაძლებლობა;
- ინგლისური ენის (TOEFL) გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლება (TOEFL Waiver).
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობები
-
- ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვება ერთ სემესტრში ნაცვლად ერთი აკადემიური წლისა;
- სამაგისტრო სწავლების საფასურის 75%-ის გადახდისაგან გათავისუფლება;
- ჩიკაგო-კენტის მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის გავლის შესაძლებლობა სტიპენდიით;
- ჩიკაგო-კენტში სამაგისტრო სწავლების საფასურის რამდენიმე ნაწილად დაფარვის შესაძლებლობა;
- ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში on-campus და off-campus დასაქმების შესაძლებლობა;
- ჩიკაგო-კენტში სწავლის პერიოდში საუნივერსიტეტო იურიდიულ კლინიკებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა;
- ჩიკაგო-კენტის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საფასურის 50-75%-ის გადახდისაგან გარანტირებული გათავისუფლებით;
- მსოფლიოში საუკეთესო ადგილმდებარეობა – ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა მდებარეობს ქალაქ ჩიკაგოს ცენტრში, ფინანსური კორპორაციების, იურიდიული ფირმების და სასამართლოს სისტემის გარემოცვაში.
კურსდამთავრებულთა მიღწევები
-
- ჩიკაგო-კენტის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შედეგად ჩვენი კურსდამთავრებულები კარიერას წარმატებით აგრძელებენ ამერიკის სხვადასხვა შტატში, ადვოკატურის გამოცდის ჩაბარების, ერთწლიანი პრაქტიკის (OPT) გავლის და სხავადსხვა იურიდიულ თუ კერძო კომპანიებში დასაქმების გზით;
- კურსდამთავრებულები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, ამერიკული სამართლის სისტემის და უცხოელ კოლეგებთან მუშაობის უნარების რადიკალურად გაუმჯობესების შედეგად, დაუყოვნებლივ წინაურდებიან ბიზნეს და იურიდიული ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში, ასევე საჯარო სექტორში.
სწავლის საფასური და სტიპენდია
-
- ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლება ორსემესტრიანია. ერთი სემესტრის საფასური შეადგენს 8 000 ლარს დღგ-ის გარეშე. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად. საქართველოს ბანკის სოლო ბარათის მომხმარებლისათვის ერთი სემესტრის სწავლის საფასური შეადგენს 7 250 ლარს დღგ-ის გარეშე;
- ამერიკაში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური შეადგენს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ნაცვლად 44 000 (ორმოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარისა, რაც დადგენილია გარანტირებული სტიპენდიის ფარგლებში;
- სრული (100%-ნი) სასწავლო სტიპენდია ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლისთვის იმ სტუდენტისათვის, რომლის GPA ამერიკული სამართლის სკოლის დასრულების შემდგომ იქნება8 ან მეტი;
- ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის არასავალდებულო მეორე სემესტრის სწავლების საფასური შეადგენს 7 250 აშშ დოლარს ნაცვლად 22 000 აშშ დოლარისა.
პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ:
-
- კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის და/ან მაგისტრის ხარისხს სამართალში;
- სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-7 და მე-8 სემესტრის სტუდენტებს;
- კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს სხვადასხვა სპეციალობებში და ამავდროულად, არიან სამართლის მაგისტრები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრები;
- კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, გააჩნიათ საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერად მუშაობის სამ წელზე მეტი გამოცდილება და ბიზნეს სამართალში მაგისტრის ხარისხის მოპოვება წარმოადგენს მათთვის შემდგომი პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას.
აპლიკანტებმა 2021 წლის 20 იანვრამდე ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
-
- ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის სახელის, გვარისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- დიპლომის ელექტრონული ასლი/ასლები ან ცნობა სამართლის სკოლიდან ბაკალავრიატზე სწავლის შესახებ;
- პასპორტისა ან/და პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი.
ასევე შესაძლებელია ონლაინ აპლიკაციის შევსება. დოკუმენტაცია იგზავნება: [email protected], [email protected], [email protected], [email protected]
ვიზა
სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურაზე სწავლას, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლიდან მიიღებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას მათ შორის საიმიგრაციო და ფინანსურს, რაც აუცილებელია სასწავლო F1 ვიზის მისაღებად, ასევე ოჯახის წევრებისათვის F2 ვიზის მისაღებად.
დასაქმების შესაძლებლობა
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში მაგისტრატურის ორი სემესტრის აღების შემთხვევაში კურსდამთავრებული დაიშვება off-campus სამუშაოზე. ორი სემესტრის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული იღებს 12-თვიან დამატებითი პრაქტიკულ საქმიანობის უფლებას (OPT). The United States Citizenship and Immigration Services-ის ნებართვით კურსდამთავრებულს უფლება ეძლევა იმუშაოს ერთი წლის განმავლობაში ამერიკაში.
ადვოკატურის გამოცდა
ამერიკის მასშტაბით ადვოკატურის გამოცდები ტარდება თებერვალსა და ივლისში. მოთხოვნები ადვოკატურის გამოცდაზე დაშვებისთვის სხვადასხვა შტატებისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს, შესაბამისად, გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეამოწმონ შესაბამისი შტატის მიერ დაწესებული ადვოკატურის გამოცდაზე დაშვების კრიტერიუმები.
უნივერსიტეტი
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მიმართულებებში წამყვანი ადგილი უკავია. საინფორმაციო-სარეიტინგო სააგენტომ US News & World Reports-მა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას სამართლის მიმართულებებში შემდეგი რეიტინგები მიანიჭა Trial Advocacy the 5th place, IP Law the 13th place, Legal Writing the 17th place. ჩიკაგო-კენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების კოეფიციენტი ამერიკაში US News & World Reports-ის მიხედვით შეადგენს 66.2 პროცენტს სწავლების დასრულებისთანავე, ხოლო 90.7 პროცენტს დასრულებიდან 9 თვის განმავლობაში.
სასარგებლო ბმულები
ამერიკული სამართლის სკოლა: www.salchicagokent.com
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა: www.kentlaw.iit.edu
What Makes a Law School Great: Inside Chicago-Kent
ამერიკული სამართლის სკოლის ოფისი: პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, თბილისი, 599 340 711, 599 340 770