Georgian Short Announcement

იურისტებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებისთვის
სასერთიფიკატო პროგრამა საქართველოში და 
სამართლის სამაგისტრო პროგრამა ჩიკაგოში
გარანტირებული 75% და 100%-ნი სტიპენდიებით

ამერიკული სამართლის სკოლა (School of American Law – SAL) აცხადებს იურისტებისა და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტების მიღებას სასერთიფიკატო პროგრამაზე თბილისში. სასერთიფიკატო სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული, ამერიკული სამართლის სკოლასა და ილინოისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის არსებული ურთიერთთანამშომლობის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს 75%-იანი ან 100%-იანი სტიპენდიით ჩიკაგოკენტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაზე ჩიკაგოში (Chicago-Kent College of Law, Illinois Tech), ილინოისის შტატში, აშშ-ში და სამართლის მაგისტრის ხარისხს მოიპოვებს ერთი სემესტრის განმავლობაში.

ამერიკული სამართლის სკოლა (SAL) თბილისში

  • ორ-სემესტრიანი სწავლება 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე
  • პროგრამის დასრულების შესაძლებლობა პროფესიული საქმიანობისაგან მოუწყვეტლად
  • ათი სავალდებულო კურსი, მხოლოდ ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის პროფესორების მონაწილეობით
  • ინტენსიური ლექციები შაბათ-კვირის განმავლობაში თვეში ერთხელ ან ორჯერ
  • პანდემიის პერიოდში, ლექციებზე Live Zoom-ით დასწრების შესაძლებლობა
  • პროგრამის დასრულების შემდგომ SAL-ის და ჩიკაგო-კენტის ერთობლივი სერთიტიკატი
  • მიღება TOEFL და IELTS გამოცდის გარეშე
  • ერთი სემესტრის საფასური: 8 000 ლარი დღგ გარეშე, გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად
  • აპლიკაციების მიღება 2021 წლის 20 იანვრამდე
  • ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დუკუმენტაცია:
    • CV ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის სახელის, გვარის, ელფოსტის და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით;
    • დიპლომის ასლი ან ცნობა უნივერსიტეტიდან (თუ აპლიკანტი სტუდენტია);
    • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

ან შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია

LL.M სწავლება ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში, ჩიკაგოში, აშშ-ში

  • SAL პროგრამის კურსდამთავრებულთათვის LL.M – სამართლის მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა ერთი სემესტრში ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხი (LL.M) საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სამართალში (U.S., International and Transnational Law)
  • ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში ორი სემესტრის გავლის შემთხვევაში, მაგისტრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა: LL.M in Trial Advocacy, LL.M in International Intellectual Property Law, LL.M in Financial Service Law, LL.M in Legal Innovation & Technology
  • ჩიკაგო-კენტის მაგისტრატურის დასრულების შემდგომ, ჩიკაგო-კენტის დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 50%-75%-ნი სტიპენდიით
  • მიღება TOEFL და IELTS გამოცდის გარეშე
  • გარანტირებული 75% სტიპენდია SAL-ის პროგრამის ყველა კურსდამთავრებულისათვის
  • 100% სტიპენდია SAL-ის მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულისათვის (საბოლოო GPA 3.8)
  • SAL პროგრამის კურსდამთავრებულთათვის ერთსემესტრიანი სამაგისტრო სწავლების საფასური – 10 000 აშშ დოლარი, ნაცვლად
    22 000 აშშ დოლარისა
  • სამაგისტრო სწავლების მეორე სემესტრის გავლის შემთხვევაში, სწავლის საფასური – 7 250 აშშ დოლარი ნაცვლად 22 000 აშშ დოლარისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პიქსელ ბიზნეს ცენტრი, ჭავჭავაძის 34, თბილისი 0179, საქართველო
ტელ: 599 340 711, 599 340 770